00:19 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 14:02:13, 512 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ

კამპანია „დავასუფთავოთ საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცერთა და კაპრალთა შემადგენლობამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომაც არის, რომ ჯარისკაცები წესრიგით გამოირჩევიან და ბუნებასაც განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.

„მივიჩნევთ, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია და, ამავე დროს, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ყოველ დღე დასუფთავების რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ. ვფიქრობ, შეიარაღებული ძალები, გამომდინარე თავისი დისციპლინიდან, სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველაზე მეტად უფრთხილდება გარემოს“, - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადეს.

გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მიმდინარე კამპანიაში ჯარისკაცების მონაწილეობა მოქალაქეებს დიდ სტიმულს მისცემს. ნინო ჩხობაძემ კი აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცები არა მხოლოდ სამშობლოს დაცვაზე, არამედ, სუფთა გარემოს შენარჩუნებაზეც ზრუნავენ.

აქცია „დავასუფთაოთ საქართველო“ წელს მეექვსედ ტარდება. იგი კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიოს“ ნაწილია. დასუფთავების აქციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ ახორციელებენ. ღონისძიების მონაწილეები ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, შვედეთის საელჩო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA.

საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. წელს მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა - „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics