06:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 13:24:03, 598 ნახვა

ეკონომიკა
ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლებმა სემინარი გამართეს

ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლებმა, აღმასრულებელი დირექტორის ლიბორ ლოხმანის ხელმძღვანელობით სემინარი გამართეს. 

შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. 
სემინარის თემაა  სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივებისა და რეგულაციების საქართველოში დანერგვისა და განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება.
როგორც საქართველოს რკინიზგის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო–ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს რკინიგზამ 8 ძირითადი დირექტივა და რეგულაცია უნდა დანერგოს. 
 „ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ცხადია გათვალისწინებულია სარკინიგზო დარგის და ზოგადად ტრანსპორტის დარგის თანამშრომლობა ევროკავშირთან. რკინიგზაზე ვრცელდება 8 ევროდირექტივა და რეგულაცია, რომელიც უნდა დავნერგოთ ეტაპობრივად, წლების მიხედვით. ამ  მხრივ რკინიგზაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, გაიწერა სამუშაო დებულება. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ევროპის სარკინიზგო კავშრის (CER) აღმასრულებელი დირექტორი. CER–ის პარტნიორი საქართველოს რკინიგზაც არის.  ეს ადამიანი ატარებს სემინარს, თუ როგორ უნდა დავნერგოთ ევროდირექტივები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ზოგადად კარგად გავიაზროთ, რკინიგზისთვის რა პრიორიტეტები არის ამ მომენტში გამოკვეთილი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2019, 2020,20 21 წლები ეს არის ის საბოლოო ვადა, რა დროსაც დირექტივები ძალაში უნდა იყოს. ძირითად ასპექტებს გამოვყოფდი სარკინიგზო დირექტივების, ეს არის უსაფრთხოება, ბაზრის გახსნა, ინფრასტრუქტურის მენეჯერის, როგორც ასეთი რკინიგზის ინფრასტრუქტურული კომპანიის ტარიფის დადგენა, ასევე დაკავშირებული საკითხები, მგზავრთა უფლებების შესახებ, სატვირთო გადაზიდვის მოთამაშეების, ოპერატორების შესახებ და სხვა სარკინიგზო ოპერატორების უფლებების შესახებ. ასევე გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი დირექტივები არსებობს, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება.  საერთო ჯამში საბოლოო რეზულტატი ამ ევროდირექტივების დანერგვის იქნება ის, რომ რკინიგზა იქნება უფრო მოქნილი ოპერაციებში, უფრო მაღალი სტანდარტის და გვექნება გამართული რკინიგზა“, – აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.  
სემინარი გასნა ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. 
„ევროპის სარკინიგზო კავშირის წევრი საქართველოს რკინიგზაც არის. მნიშვნელოვანია, რომ იმ გზაზე, რაც უკავშირდება ევროპულ სტანდარტთან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, კანონმდებლობის, ამ შემთხვევაში კი რკინიზგის ფუნქციონირების მიყვანას, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენთვის ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომ ან სტანდარტებს ჩვენი ევროპელი პატრნიორების დახმარებითა და მათი ხელშეწყობით მივაღწიოთ. რეგულაციების  ამოქმედება იწყება 2019-2022 წლებში. ჯერჯერობით ჩვენ მოსამზადებელ პერიოდში ვართ. ზოგადად, ეს რეგულაციები იოლი არც ერთი არ არის. ყველა საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმ პერიოდს მზად ვიყოთ, როდესაც მისი ამოქმედება იქნება საჭირო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics