10:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 16:00:05, 534 ნახვა

ეკონომიკა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ფინტექ ასოციაციას (FIA)  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებაზე ასოციაციის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ლაშა ერედელმა ასევე ისაუბრა  ასოციაციის ხედვაზე, მისიასა და მიზნებზე.

ფინტექ ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და ის განახორციელებს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისათვის წინადადებების შემუშავებას, საქართველოში ფინტექ მიმართულების საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში არსებული ფინტექ მიმართულების კომპანიების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ფინტექ სტარტაპებისათვის საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობაში ხელშეწყობას.

ასოციაციის გუნდში წარმოდგენილნი არიან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ფინტექ სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics