2020-10-06 13:32:00, 546 ნახვა
მსოფლიო
ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო
ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა 16 პოლიტიკური პარტია, შედეგებით კი, მხოლოდ ოთხი პარტია ლიდერობდა.
დანარჩენმა პარტიებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს და დემონსტრანტები არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, ყირგიზეთში საპროტესტო აქციებზე 1 ადამიანი გარდაიცვალა, 590 ადამიანი კი დაშავდა,
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან