2020-10-06 12:00:43, 513 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ 53 ბავშვი შეიყვანეს
გორში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ 53 ბავშვი შეიყვანეს.
ამ ეტაპზე სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 26 ბავშვი რჩება, ხოლო დანარჩენებმა, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკა დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით გუშინ 50-მდე ბავშვი შეიყვანეს. კომბინატის დასახლებაში მოწამლულ მოზარდთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,