2020-10-06 11:24:45, 901 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში მიემგზავრება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანში მიემგზავრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Trend თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან დაგეგმილია არაერთი შეხვედრა.
როგორც Trend აღნიშნავს, შეხვედრების დროს განიხილება მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან