2020-10-05 18:52:44, 1055 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი გასული წლის განმავლობაში დემობილიზებულ სომეხ ჯარისკაცებს სამხედრო სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გასული წლის განმავლობაში დემობილიზებულ სომეხ ჯარისკაცებს სამხედრო სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ფაშინიანის თქმით, ისინი ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანები არიან.
„თუ ჩვენ ყველა ერთად არ დავდექით, გენოციდის მსხვერპლი გავხდებით. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა. მათ, ვისაც სამხედრო ფორმა შენახული აქვს, ფორმით და დოკუმენტებით გამოცხადდით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან