2020-10-05 17:38:16, 570 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილი აცხადებს.
რამიშვილი ითხოვს, რომ დაინიშნოს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გამოძიებასთან ერთად მოხდეს ექსპერტების ჩართვა.
„გამოძიებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ვითხოვთ, რადგანაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა, მოხდეს გაერთიანება და დაინიშნოს ფსიქოლოგიურ კომისიურ-კომპლექსური, ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა“, - აღნიშნა რამიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან