2020-10-05 16:01:51, 604 ნახვა
მსოფლიო
C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის სამმა ვირუსოლოგმა მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო
მედიცინის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია სამმა ვირუსოლოგმა C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ნობელის პრემიის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, პრემია ჰარვი ჯ. ალტერს, მაიკლ ჰოუტონს და ჩარლზ რაისს გადაეცათ.
ცნობისთვის, ხვალ ნობელის კომიტეტი ფიზიკის დარგში ლაურეატებს გამოაცხადებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან