|
2020-10-05 14:49:46, 586 ნახვა
ეკონომიკა
4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული
4 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 2,092 ტონით აღემატება. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1,747.4 ტონა), იტალიაში (922.1 ტონა), ჩეხეთში (338 ტონა), პოლონეთში (192 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (160.7 ტონა), საფრანგეთში (147 ტონა), საბერძნეთში (74.7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა) და ესტონეთში (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (354 ტონა), სომხეთი (325.7 ტონა), ბულგარეთი (154.2 ტონა), ბელარუსი (124 ტონა), უკრაინა (94.4 ტონა), ბრაზილია (88 ტონა), მექსიკა (53 ტონა), კანადა (45 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა) და აშშ-ი (19 ტონა). სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)