|
2020-10-05 02:43:34, 1850 ნახვა
საზოგადოება
ბრილიანტის ნაცვლად შავი ნახშირის ქვები - უკვე ექსპერტიზის დასკვნითაც
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნატალია კინგი საიუველირო მაღაზიათა ქსელ ფრანკო ფონტანას ყალბი ბრილიანტების გაყიდვაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ ფრანკო ფონტანაში 6.000 ლარად შავი ბრილიანტის ბეჭედი რამდენიმე წლის წინ იყიდა. ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში თვლების ხარისხის განსაზღვრისთვის მიიტანა, მაგრამ იქ უთხრეს, რომ შავი ბრილიანტების ნაცვლად, 6.000 ლარი მხოლოდ ნახშირში გადაიხადა. დაზარალებულმა "ექსპრესნიუსს" მიმართა და აცნობა, რომ Franco Fontana-ს ბრილიანტების ნაცვლად, ბეჭედში ნახშირის „თვლები“ ზის, რაც თავისთავად ძვირფას ქვებს არ მიეკუთვნება. „მინდა, დავიწყო „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტით, სადაც სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა – თითქოს ორივე მხარე, მე და Franco Fontana ერთმანეთს ვუჩიოდით. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამ საქმეში მომჩივანი მხოლოდ მე ვარ, რადგან არ მგონია, ამ საიუველირო კომპანიას საჩივრის საფუძველი ჰქონდეს. მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, მე პირადად განცხადებით მივმართე პოლიციის სამმართველოს, რაზეც გამოძიება უკვე დაწყებულია. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ აგვისტოს თვეში, შემთხვევით გავხდი მსგავსი ფაქტის შემსწრე და დავინტერესდი, სხვა დაზარალებულების მსგავსად, მეც გადამემოწმებინა ჩემი ძვირფასი ნივთების ხარისხი. ასე გავიგე, რომ Franco Fontana-ში შავი ბრილიანტის ბეჭდის ნაცვლად, ნახშირის თვლიანი ბეჭედი მიყიდია. არც კი მიფიქრია, რომ ეს თემა ასე რეზონანსული გამხდარიყო. ვფიქრობდი, რომ საიუველირო მაღაზიაში გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი, ამიტომ მათ დავუკავშირდი, ვუამბე მომხდარის შესახებ და პასუხად მივიღე ის, რომ ეს ნივთი უნდა მიმეტანა Franco Fontana-ს ექსპერტისათვის. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა უფრო დამაეჭვა. ცხადია, რომ კომპანიის ექსპერტი დასკვნაში დაწერდა იმას, რასაც დაავალებდნენ… ამიტომ, ამაზე უარი ვუთხარი და Franco Fontana-ს მფლობელს მაკა ქალიაშვილს ვთხოვე, ბეჭედი დაებრუნებინათ და ჩემთვის ამაში გადახდილი თანხა 6 000 ლარის ოდენობით უკან მოეცათ. პასუხს აგვიანებდა. ბოლოს და ბოლოს, მიპასუხეს, რომ ნოტარიუსში ხელშეკრულება უნდა დამედო, მათი პირობების მიხედვით, Franco Fontana-ში არცერთი ნივთი აღარ უნდა შემეძინა, ეს ისტორია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ უნდა გამხდარიყო და ამავე მაღაზიაში შეძენილ სხვა ნივთებზე პრეტენზია არ უნდა მქონოდა. მომხდარის შემდეგ, Franco Fontana-ს წარმოების სერტიფიკატი მოვთხოვე და ასევე, დეკლარაციის დოკუმენტი, თუ როგორ შემოიტანა ეს ნივთები საქართველოს საზღვარზე და რამდენად განაბაჟა ისინი. რაზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, უარი მივიღე. მინდა მივმართო ფინანსთა სამინისტროს, დაინტერესდეს მომხდარით, რადგან მაქვს ეჭვი, რომ კომპანია ასაღებს არადეკლარირებულ ნივთებს და აზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს. ამ ეჭვს საკმაოდ ძლიერი ექსპერტის ნამუშევარი მიმძაფრებს. მას სამხარაულის ეროვნული ბიურო იძახებს, როცა ძვირფას თვლებზე ექსპერტიზაა გასაკეთებელი. ამდენად, მისი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ არავისთვის უნდა დადგეს… დამოუკიდებელმა ექსპერტმა გაბედა და დაწერა ის, რაც რეალურად არის – ეს თვლები არ მიეკუთვნება ძვირფასი თვლების კატეგორიას და მისი შემცველობის 90% არის ნახშირი და მეტალი. ახლა, Franco Fontana-ს თავიანთი ნივთის უკან დაბრუნებას ჩემს მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების სანაცვლოდ აღარ ვთხოვ. „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შემდეგ, მაკა ქალიაშვილმა სოციალურ ქსელში შემომასია ე.წ. ტროლები, რომლებიც მე და ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას გვაყენებენ, ავრცელებენ სხვადასხვა ბინძურ ჭორს და თავს უსინდისოდ ამ გზით „იმართლებენ“. ამიტომ, ახლა, Franco Fontana-ს მიმართ მაქვს ჩემი მოთხოვნები: დაიბრუნოს მის მიერ ყალბი და უხარისხო ნივთები – ორი ბეჭედი, რომელიც მომყიდა, როგორც მაღალი ხარისხის ბრილიანტებად, თანხის ოდენობა შეადგენს 26 000 ლარს. აქვე მინდა მოვუწოდო მაკა ქალიაშვილს საფუძვლიან განათლებას თუ ვეღარ, იქნებ ტრენინგებით ისარგებლოს და ისწავლოს მცირედი მაინც, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მსხვილი კომპანიის დირექტორი და როგორ უნდა ექცეოდეს მომხმარებელს განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნებიან ეს VIP მომხმარებლები თუ უბრალოდ, დამთვარიელებლები. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არსებობას განაგძობს. რაც შეეხება საგამოძიებო უწყებას, ჩემი თხოვნაა, Franco Fontana-ს მფლობელი თაღლითობის გამო, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. აღსანიშნავია, რომ ეს ბეჭედი ჩემი ინიციატივით არ შემიძენია. მე Franco Fontana-ს VIP მომხმარებელი წლების განმავლობაში ვიყავი, სადაც უამრავი ძვირადღირებული ოქროს სამკაულები მაქვს შეძენილი. ბრილიანტით დაინტერესებული არ ვყოფილვარ, რადგან ბრილიანტების აქტიური მომხმარებელი არ ვარ. კონკრეტულად ეს და კიდევ ერთი ბეჭედი მათი შემოთავაზებით, როგორც VIP კლიენტმა შევიძინე.” – ამბობს ნატალია ქინგი. ნატალია კინგი ამ სკანდალური ისტორიის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს. ის ამბობს, რომ ფრანკო ფონტანას წარმომადგენლებმა ზარალის ანაზღაურება შესთავაზეს, ეს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ნატალია კინგის თქმით, ხელშეკრულებაში საიუველირო მაღაზიის მხრიდან რამდენიმე პუნქტზე ხელი უნდა მოეწერა, მაგალითად სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ, პოსტი არ უნდა დაეწერა, ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო და ფრანკო ფონტანაში აღარაფერი უნდა ეყიდა.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|






ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)