08:12 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 17:01:51, 795 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. 16 წლის ბიჭს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, სოფელ ჯოჭოში სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

"საძიებო სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, ვიპოვეთ არასრულწლოვნის ცხედარი, რომელსაც ამ წუთებამდე ეძებდა სამაშველო სამსახური. გრძელდება შუახნის მამაკაცის ძებნის სამუშაოები, რომელიც მდინარემ წაიღო, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე - მაშველს, რომელიც ჩართული იყო ოპერაციაში" - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბერს, გვიან ღამით ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მიწის მასის ქვეშ მოექცა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics