2020-10-02 16:19:41, 714 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები მამას და მცირეწლოვან შვილს ჯერ კიდევ ეძებენ.
ცნობისთვის, მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ღამით ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მიწის მასის ქვეშ მოექცა. ავტომობილის 2 მგზავრი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან