18:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 12:04:51, 575 ნახვა

სამართალი
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში დაამზადეს და 300 აშშ დოლარის საფასურად გაასაღეს ავტომანქანის მართვის ყალბი ორი მოწმობა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო კომპიუტერული ტექნიკა, სპეციალური საბეჭდი მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა, თამბაქოს ნაწარმის ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები, სხვადასხვა პირის სახელზე დამზადებული მართვის და პირადობის მოწმობები, უნივერსიტეტის დიპლომი და სკოლის ატესტატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics