03:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 21:43:47, 414 ნახვა

პოლიტიკა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებას მიიღებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს ვილნიუსში შეხვდა. ლინას ლინკიავიჩუსთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგისა და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასებას დაეთმო. იუსტიციის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ.

“სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა მართლმსაჯულების რეფორმა, რომლის წყალობითაც სასამართლო გახდა ადგილი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, იპოვოს სამართალი. დღეს მოქალაქე უჩივის სახელმწიფო ინსტიტუტებს თავისუფლად და, რაც მთავარია, იგებს საქმეს სასამართლოში. ეს სამი წლის წინ სრულიად შეუძლებელი იყო, რადგან პროკურატურის დასკვნა იყო იგივე სასამართლოს გადაწყვეტილება. ამას ადასტურებს გამამტყუნებელი განაჩენის ის უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტი, რასაც ადგილი ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებაში”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი გაკეთდა საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის, რაც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა.

ლინას ლინკიავიჩუსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დღეს მთავარია ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მიღება.

“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს დადებით შეფასებას და ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის”, - განაცხადა ლინკიავიჩუსმა.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს იმისათვის, რომ ლიტვა ყველგან და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში დღეს დაიწყო. თეა წულუკიანი უკვე შეხვდა ლიტვის პრემიერ-მინისტრს. დაგეგმილია შეხვედრები ლიტვის იუსტიციის მინისტრთან, ლიტვის სეიმის თავმჯდომარესა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics