17:07 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 22:37:26, 288 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ახალ შენიშვნას აძლევს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

როგორც ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამ პროცესში პრინციპულად არ ერევა, რადგან პრეზიდენტის პრეროგატივაა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილს  ახალი შენიშვნა მისცა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას"

"არ მაქვს ინფორმაცია,  ვინ შეიძლება დაიკავოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და არც უნდა მქონდეს. პრინციპულად არ ვერევი ამ პროცესებში, თანაც პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ მან უნდა დაასახელოს.ზედმეტად წევს თამასას,  ისევ ამას მიეჩვია პრეზიდენტი.   ერთ-ერთი,  რაც შემიძლია ახალი შენიშვნა მივცე არის ის, რომ  დააფუძნა  პირველი პირი ქვეყნის.   მისი ფეისბუქიდან დაიწყო და როგორც იქნა ამას საზოგადოება და მთელი მედია იმეორებს.ფორმალურად მართლა ასე იწოდება- სახელმწიფოს მეთაური,  მაგრამ ეს უნდა შინაარსშიც გადაიტანოს.რეალურად,  კონსტიტუციით მას აქვს ის უფლებები, რაც კონსტიტუციამ მიანიჭა და ეს არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ძალიან მაღლა სწევს იმ თემებს, რაც მისი პრეროგატივაა.მოსმენების თემა მახსოვს,  მოახერხა და ახალ გაუგებრობაში შევიდა ამ პროცესში.შემიძლია გავაკრიტიკო აქაც",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics