2020-10-01 15:14:22, 686 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი - თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ჩაერთვება, კავკასია უზარმაზარ პრობლემად იქცევა
თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში საერთაშორისო თანამეგობრობა არ ჩაერთვება, კავკასია ახალ უზარმზარ პრობლემად იქცევა, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა CNBC-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, სომხეთს მიაჩნია, რომ პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ გადაიჭრება და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.
„წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ კავკასია მეორე სირიად იქცევა. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაიაზროს, რომ თუკი ახლა არ ჩაერევა, კავკასია ახალ, უზარმაზარ პრობლემად იქცევა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან