08:08 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 10:06:38, 507 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზმა მუშაობა განაახლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზმა დღეიდან მუშაობა განაახლა. პირველ ეტაპზე დარბაზი სამეცნიერო კვლევებზე მომუშავე პირებს მოემსახურება.

მკვლევართა დარბაზი გაიხსნება შემდეგ ლოკაციებზე:

საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

თბილისის ცენტრალური არქივი (ზაქარიაძის ქ. N4).

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დარბაზში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მკვლევართა დარბაზში მოქმედი  შეზღუდვების, დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf?fbclid=IwAR37cCzOoeehfh_yua6i2qXF_XbWlkPfR0M8ECKTDkuRs7_pnqM6YKUNLxE





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics