2020-10-01 09:18:05, 654 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ 23 სამხედროს დაღუპვას იუწყება - ჯამში 103
არაღიარებული მთიანი ყარაბახის ე.წ თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ წუხელ შეტაკებების შედეგად სომხურმა მხარემ 23 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკვე გამოაქვეყნა დაღუპული ჯარისკაცების სია.
სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის განახლებიდან დღემდე 103 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,