|
2020-09-30 18:17:31, 583 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - დღეიდან, 37 დევნილი ოჯახი ახალ ცხოვრებას იწყებს
გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინის მიღება სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მიულოცა. „გილოცავთ კიდევ ერთხელ, დღეიდან, თითოეული თქვენგანი ახალ ცხოვრებას იწყებს. სიმბოლურია, რომ დღეს დევნილ ოჯახებს ბინებს, გორში საოკუპაციო ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, სწორედ იმ ქალაქში გადავცემთ, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო ომი 12 წლის წინ. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი ტკივილი, რადგან ე.წ საზღვარი დღეს სწორედ ჩემს მშობლიურ სოფელზე გადის. მიუხედავად ამისა, დღეს საზეიმო დღე გვაქვს, 37 ოჯახი საკუთარი ბინის გასაღებს მიიღებს. 2013 წლიდან, ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. დღეიდან, უკვე თქვენც შეუერთდებით იმ 21 000-ზე მეტ ოჯახს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საცხოვრებელი გადაეცათ. მჯერა, რომ თითოეული ადამიანი ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება, მანამდე კი, ახალ სახლებში ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი 21 655 დევნილ ოჯახს გადაეცა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)