2020-09-30 14:45:12, 1046 ნახვა
საზოგადოება
თსუ-დან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინ ლექციის დროს ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინ ლექციის დროს ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც "ექსპრესნიუსს" უნივერსიტეტში განუცხადეს, გადაწყვეტილება ფაკულტეტის საბჭომ მიიღო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სტუდენტი ლექტორს შეურაცხყოფას აყენებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან