2020-09-29 14:44:52, 638 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის დუმის 18 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსეთის დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, დუმის 18 დეპუტატი კოვიდ19-ის დიაგნოით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისივე განცხადებით, წინა კვირას 10 დეპუტატი იყო მოთავსებული კლინიკაში.
როგორც ვოლოდონი აცხადებს, 60 დეპუტატი უკვე გამოჯანმრთელდა.
მან დეპუტატებს კიდევ ერთხელ სთხოვა, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და შეასრულონ ყველა რეკომენდაცია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან