|
2020-09-29 11:38:19, 700 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონის მენერგე-ფერმერებს ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე, კახეთის რეგიონის მენერგე-ფერმერებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარეს. მენერგეებს სანერგეში დოკუმენტაციის საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად წარმოება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გააცნეს. ცენტრის თანამშრომლების მიერ შემუშავდა სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარიული ჟურნალები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს, სანერგეებს შესაძლებლობების გაზრდასა და სერტიფიცირების სისტემების დანერგვაში ეხმარება. პროგრამა, ფერმერების გადამზადებასთან ერთად, მათთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, რაც სანერგეებს, 2024 წლისთვის, სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე გადასვლაში დაეხმარება. საქართველოში სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას კანონი არეგულირებს, რომელიც სარგავი მასალის დაცვის სფეროში ერთიან პრინციპებს განსაზღვრავს. სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)