2020-09-28 22:02:39, 559 ნახვა
საზოგადოება
კოტე აფხაზის ქუჩაზე ერთ-ერთი კაფე დაიწვა - ხანძარი ლიკვიდირებულია
კოტე აფხაზის ქუჩაძე ერთ-ერთი კაფე დაიწვა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კაფე „მლუმში“ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „ექსპრესნიუს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულები არ არიან, კაფეს სტუმრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
ადგილზე 6 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,