|
2020-09-28 14:14:33, 787 ნახვა
რეგიონი
აქცია ბოლნისში - ადგილობრივი მოსახლეობა და ოპოზიცია სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებას აპროტესტებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ადგილობრივი მოსახლეობა და ოპოზიცია აქციას მართავს. აქციის მონაწილეები თქმით, ისინი გუშინ ბოლნისში მომხადარი დაპირისპირების გამო დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. „შექმნეს ბანდები, რომლებიც დადიან და ჩაიხანებში უვარდებიან ხალხს. გუშინ სახლში შეუვარდნენ ბოლნისში ქალაქში ქალბატონს, კახა ოქრიაშვილის შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს დილის 5 საათზე. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ?“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. შეგახსნებთ, რომ გუშინ, 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)