08:14 - 22 Oct, 2026
|
2020-09-28 14:13:41, 687 ნახვა
რეგიონი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები იწმინდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. კახეთში, წნორის კომპლექსების ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორიდან გამომავალი სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექისა და ხე-მცენარეებისგან 8 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 180 ჰექტარი სატბორე მეურნეობისთვის და 60 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. საქართველოს მელიორაციამ არხის მოწესრიგების სამუშაოები საკუთარი ძალებით სექტემბერში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)