|
2020-09-28 13:39:10, 12942 ნახვა
ევროპის ამბები
საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა, ახალი კორონავირუსით (covid 19) გამოწვეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და გავრცელების პრევენციის პროცესში რისკების მართვის ეტაპები განიხილეს. ამასთან, დეპარტამენტის უფროსმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია covid 19-ით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შემუშავებული ახალი, გამკაცრებული რეგულაციები გააცნო. საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ვირუსის მართვის კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწრაფად მოხდეს ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა, რაც შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. ,,მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, მყისიერად ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება, რომელშიც კოორდინირებულად მონაწილეობს სხვადასხვა უწყება, “- განაცხადა მამუკა ჯანგულაშვილმა. ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 23-25 სექტემბრის მონაცემებით, მიზნობრივი ტესტირება (PCR ტესტი) ჩაუტარდა 228 მებაჟე ოფიცერსა და თანამშრომელს. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსით ინფიცირება 3 პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტარი სრულად გამოჯანმრთელდა და ჩვეულ რეჟიმში შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები მერაბ არახამია, კახაბერ ბარამია, ელგუჯა ბერანძე, კიაზო ახალაია, ანზორ ერგეშიძე და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)