|
2015-01-28 21:55:49, 346 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ვერ აცნობიერებენ, რომ ჩემ სიტყვას მეტი ძალა აქვს
„მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს ვინმე ვმართო. ამაზე ბევრჯერ ვუპასუხე ალასანიას და მარგველაშვილს“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის განმარტებით, მის სიტყვას კი მეტი ძალა იმიტომ აქვს, რომ საზოგადოებაში ჭარბი ნდობა აქვს. „ირაკლი ალასანიას და გიორგი მარგველაშვილს ბევრჯერ ვუპასუხე, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აღარ ვრეაგირებ, არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია იმის, რომ ვინმე ვმართო, ვინმეს ვაიძულო, რომ ჩემი რჩევები გაითვალისწინოს“, – აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე მტკიცებით, მარგველაშვილი და ალასანია, ვერც ერთ შემთხვევას ვერ გაითვალისწინებენ, რომ მათ რამე აიძულა ან დაჟინებით ურჩია. „რამდენადაც ისინი ვერ გებულობენ, თუ რა ხდება რეალურად,შევეცდები, კიდევ ერთხელ განვუმარტო მათ. წამოსვლისას ძალიან ხშირად ვაკეთებდი განმარტებას რა უნდა ვაკეთო. რატომ არ უნდა დავრჩე მთავრობაში. ეს ბევრჯერ განვუმარტე მათ და ან ვერ დაიმახსოვრეს ან ვერ გაიგეს. ის, რომ მე საზოგაოდების ჭარბი ნდობა მაქვს, ეს ჩემით მაქვს მოპოვებული, ეს არც მარგველაშვილს და არც ალასანიას არ უჩუქებიათ. ჩემი მოღვაწეობით, ჩემი შრომით მივაღწიე იმას, რომ საზოგადოების ზედმეტი ნდობა დავიმსახურე. რა აბნევს მათ?! ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და საზოგადოების ზედმეტი ნდობა. ალასანიას ინტერვიუს თუ გავიხსნებთ, როდესაც ის მთავრობიდან წამოვიდა, მას ჰკითხეს, რამე გავლენას ვახდენდი თუ არა მე მასზე. ვერაფერი გაიხსენა, თუმცა მან თქვა „მე სულ მეჩვენება, რომ ის მართავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)