2020-09-28 13:10:42, 582 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის გავრცელების გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსის გავრცელების გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე ოზურგეთის 44 სკოლა გადავიდა, მათგან 2 სასულიეროა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან