2020-09-28 10:03:20, 691 ნახვა
მსოფლიო
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში განაცხადეს, რომ 28 სექტემბერს დაპირისპირებას 15 სამხედრო ემსხვერპლა
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში განაცხადეს, რომ 28 სექტემბერს დაპირისპირებას 15 სამხედრო ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 100-მდე ადამიანი დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის ზონაში სიტუაცია 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან