2020-09-24 22:52:29, 630 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის დეპარტამენტი - სომხეთის საზღვართან, კონფლიქტის ზონაში სამი სოფელი დაიბომბა
„სომხეთის საზღვართან, კონფლიქტის ზონაში სამი სოფელი დაიბომბა“ , - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.
უწყების ცნობით, ყარაბახის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანული ტერიტორია 69-ჯერ დაბომბეს.
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.
ამ დროისთვის სომხეთს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,