2020-09-24 13:50:00, 644 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან აჭარაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ
ხვალიდან აჭარაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვის ვადა დამოკიდებულია რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„აჭარაში დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გახდა გარკვეული შეზღუდვებში დაწესების აუცილებლობა. 22:00 საათიდან ხვალ რესტორნები იკეტება აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში რესტორნები მუშაობს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან