|
2020-09-24 13:38:58, 1179 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება
დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს. უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს. მაღალი ხარისხისა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება. საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზებზე სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. დღესვე, თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ახლადგარემონტებული ყაზარმების სველი წერტილები დაათვალიერა, სადაც უკვე დამონტაჟებულია გერმანული კომპანიის „GROHE“-ს წარმოების თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი. მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი ყველა ბაზაზე მონტაჟდება. საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამხედრო ბაზების სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკა ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტთან გათანაბრებას გულისხმობს. ამ მიზნით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში, ღია და დახურულ სივრცეებში არსებული მულტიფუნქციური სტადიონებისა და სავარჯიშო დარბაზების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან ერთად, სპორტული სივრცეები ახალი, უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობებით აღიჭურვება. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)