|
2020-09-24 12:30:39, 457 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები" დღეს გახსნა. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) თავმჯდომარე დევიდ ფრიკერი; არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA) თავმჯდომარე, მალტის არქივის დირექტორი ჩარლზ ფარუჯა; ფინეთის ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი ჯუსი ნოურტევა; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე; ფილოლოფიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი; ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ვასილ კაჭარავა. საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებას 180-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი წაიკითხავს. მონაწილეთა შორის, საქართველოს გარდა, არიან გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ფინეთის, იაპონიის, პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული არქივის დაარსების 100 წლისა და მეფე ერეკლე II-ის დაბადების 300 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება. ღონისძიება მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნება, ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; მეფე ერეკელე II. კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება. დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციის მიმდინარეობას ლაივრეჟიმში, ეროვნული არქივის facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ZOOM-ის პლატფორმაზე, ადევნონ თვალი. იხილეთ კონფერენციის პროგრამა ტექნიკური ინფორმაცია: ZOOM-ის პლატფორმაზე დაგეგმილი ონლაინკონფერენცია გაიმართება 24 და 25 სექტემბერს და დაყოფილია დღეში 4 პარალელურ სესიად. შესვენებისას - 24 სექტემბერს 14:10-დან 14:50-მდე და 25 სექტემბერს 13:10-დან 13:50-მდე კონფერენციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ იხილონ ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური კინოდოკუმენტები. ღონისძიებაზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმულები: 24 სექტემბერი: გახსნის ღონისძიება 09:00 – 09:30 https://us02web.zoom.us/j/84159166844 Meeting ID: 841 5916 6844 პირველი სესია (09:35 – 18:10) https://us02web.zoom.us/j/84159166844 Meeting ID: 841 5916 6844 მეორე სესია 09:35 – 18:10 https://us02web.zoom.us/j/85866497010 Meeting ID: 858 6649 7010 მესამე სესია 09:35 – 18:10 https://us02web.zoom.us/j/88628665352 Meeting ID: 886 2866 5352 მეოთხე სესია 09:35 – 18:35 https://us02web.zoom.us/j/86966793791 Meeting ID: 869 6679 3791 25 სექტემბერი პირველი სესია 09:00 – 17:35 https://us02web.zoom.us/j/88213284777 Meeting ID: 882 1328 4777 მეორე სესია 09:00 – 18:00 https://us02web.zoom.us/j/81818075357 Meeting ID: 818 1807 5357 მესამე სესია 09:00 – 18:50 https://us02web.zoom.us/j/83273949594 Meeting ID: 832 7394 9594 მეოთხე სესია 09:00 – 19:15 https://us02web.zoom.us/j/81136621655 Meeting ID: 811 3662 1655
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)