2020-09-23 16:44:24, 505 ნახვა
საზოგადოება
შოთა არველაძე - ამჟამად იზოლაციაში ვარ, რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, სრული სიცრუეა
სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც არველაძე აღნიშნავს, ამჟამად, რეგულაციების სრული დაცვით, იზოლაციაში იმყოფება.
„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის“, - წერს არველაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,