03:10 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 16:06:33, 584 ნახვა

საზოგადოება
1 ოქტომბრიდან, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილება შევიდა. ცვლილება, პანდემიის დროს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს.

შესაბამისად, დანიშნული საჯარო განხილვები, რომელთა ჩატარების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით და დაგეგმილია 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ჩატარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 ივნისს მიიღო და ის არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე.

კოდექსი გარემოს მნიშვნელოვანი ზემოქმედებისგან დაცვასთან ერთად, მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერ გათვალისწინებას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. შესაბამისად, გარემოსდაცვით შეფასებაში დაინტერესებული საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მისი ინტერესების გათვალისწინება პროცესის სამართლიანი წარმართვის აუცილებელი კომპონენტია.

ინფორმაცია დაგეგმილი ონლაინ განხილვების შესახებ განთავსდება https://mepa.gov.ge და https://www.facebook.com/eiecgovge





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics