2015-09-16 13:49:00, 469 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: რუსეთისთვის დადგენილი სანქციების გადახედვის არანაირი გეგმა არ არსებობს
ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გადახედვის არანაირი გეგმა არ არსებობს.
როგორც ელჩმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუმარტა, ევროკაშვირის მიერ რუსეთისთვის დადგენილი სანქციები ძალაში რჩება.
„რაც არის ევროკავშირის მიერ დადგენილი სანქციები, ისინი ძალაში რჩება და ჯერჯერობით გადახედვის არანაირი გეგმა არ არსებობს“, – განაცხადა ჰერმანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან