|
2020-09-22 10:48:30, 663 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, თუმცა ახალი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ამასთან, გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი აჭარა. განცხადების თანახმად, საქართველოში 8 ივლისს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან მოგზაურებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩასვლა. ამისთვის საჭიროა გერმანიის მოქალაქეობის, ან მუდმივი ბინადრობის წარდგენა. გამგზავრებამდე საჭიროა, ელექტრონულ ფორმაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიისა და საქართველოში საკონტაქტო მონაცემების მითითება. საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია საქართველოში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვებიც.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)