00:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 14:15:51, 584 ნახვა

რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჭიათურის წყალმომარაგების ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, სადაც სამუშაოები ივნისში დასრულდა.

განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების" ლიდერებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ანა ონაშვილმა და კომპანიის ჭიათურის სერვისცენტრის მენეჯერმა კობა ნეფარიძემ მიაწოდეს. მათი თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის სრულიად ახალი  სათავე ნაგებობა,  წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი.

როგორც „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

სამუშაოებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა, 43 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics