|
2020-09-21 12:48:02, 765 ნახვა
რეგიონი
კორონავირუსით გარდაცვლილ 60 წლის ქალს გულის იშემიური დაავადება და მოციმციმე არითმია ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტის შესახებ ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ამასთან, მას ჰქონდა თანმხლები დააავდებებიც. „60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული „კოვიდ 19“-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)