2020-09-19 10:41:14, 1192 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს Covid-19 დაუდასტურდა
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს, ბრუნო ლე მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ის თვითიზოლაციაში გადავიდა, სადაც 7 დღის განმავლობაში დარჩება.
„კორონავირუსი დამიდასტურდა. მაშინვე ვიმოქმედე მთავრობის მიერ დაწესებული რეკომენდაციების შესაბამისად და თვითიზოლაციაში გადავედი. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. თვითიზოლაციაში დავრჩები 7 დღის განმავლობაში. ვაგრძელებ მოვალეობის შერულებას“, - წერს ბრუნო ლე მერი.

ავტორი: ექსპრესნიუსი,