|
2015-09-15 16:39:03, 857 ნახვა
ეკონომიკა
„დანკინ დონატსი“ ვაზისუბნის “სმარტის” სავაჭრო ცენტრშიც გაიხსნა
„დანკინ დონატსის“ ახალი რესტორანი თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრო რაიონში მდებარე „სმარტის“ სავაჭრო ცენტრშიც გაიხსნა. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეობით უკვე 13 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი. 2015 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში კიდევ 7 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და 200-მდე ადამიანს დაასაქმებს. “„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა. ძალიან მოკლე დროში „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები ყველასათვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა და მოხარული ვართ, რომ უკვე ვაზისუბნის მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა მსოფლიოში ცნობილი დანკინის ყავის პროდუქტებთან ერთად უკვე ძალიან პოპულარული “დანკინ დონატსის” სენდვიჩები დააგემოვნონ, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. საქართველოში "დანკინ დონატს" აქვს უნიკალური პოზიცია. "დანკინ დონატსი" 40-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მაგრამ საქართველოში ეს კომპანია ჩამოყალიბდა, როგორც სრულფასოვანი ფორმატის რესტორანი.ჩვენ მომხმარებელი გვყავს როგორც დილას, ასევე შუადღეს და საღამოს. ამას ჩვენ მივაღწიეთ იმის გამო, რომ გვაქვს ძალიან დიდი ასორიტიმენტი სენდვიჩების. სენდვიჩების გაყიდვებმა გადაასწრო როგორც დონატების, ასევე ყავის პროდუქტების გაყიდვებს. ეს არის ყოველდღიურად ახალი პროდუქტები და დამზადებული ამერიკული რეცეპტით. ძალიან დიდი მადლობა მომხმარებელს, რომლებმაც ასე შეიყვარეს "დანკი დონატსი".ეს არის რიგით მე-13 რესტორანი. ჩვენ დღეს 22 ადამიანი დავასაქმეთ ამ რესტორანში და წლის ბოლომდე გვექნება 20 რესტორანი. შევქმნით კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილებს და კიდევ უფრო მეტ სიხარულს მოვუტანთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. "ვისოლ ჯგუფისთვის" ხარისხი არის აპრიორი. ეს არის პროდუქციის ხარისხი, ეს არის მომსახურების ხარისხი. რაც შეეხება დანკინ დონატსს, აქ არის ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად დანერგილი.მომავალი წლის დასაწყისში ვიქნებით ქუთაისში და რუსთავში. შემდეგ მთელ საქართველოსი ვიქნებით",-განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. „დანკინ დონატსის“ მეცამეტე რესტორნის გახსნას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე და სპეციალური სტუმარი ამერიკიდან, „დანკინ’ დონატსის“ საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ჯონ როლო დაესწრნენ. "მინდა მივულოცო ვაზისუბნის მოსახლეობას "დანკინ დონატსის" რესტორანის გახსნა. მათ აქვთ საშუალება, რომ ეს ბრწყინვალე ბრენდი დააგემოვნონ. ასევე კომპანიის მხრიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია კიდევ ერთხელ, თბილისის ეკონომიკაში, საქართველოს ეკონომიკაში და ეს არის კიდევ უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი. მინდა, მივულოცო კომპანიას ეს წარმატება და კიდევ უფრო მეტი განვითარება ვუსურვო როგორც თბილისის, ასევე მთელ საქართველოს ტერიტორიაზე",-აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ. ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე „სმარტის“ სავაჭრო ცენტრი, რომელიც 2011 წლის აგვისტოში გაიხსნა, 2000 კვადატულ მეტრზეა განთავსებული და სუპერმარკეტი „სმარტის“ გარდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს მოიცავს. 20 000-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანი „სმარტში“, „სმარტ კაფე“, აფთიაქი, ბანკის ფილიალი და სხვადასხვა ტიპის მაღაზიები მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის. „დანკინ დონატსის“ რესტორნის გახსნა კი სავაჭრო ცენტრს სტუმრობისათვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)