|
2015-09-15 16:28:14, 666 ნახვა
ეკონომიკა
"სმარტმა" მოსწავლეებს სწავლის დაწყება წამახალისებელი აქციითა და საქველმოქმედო ღონისძიებით მიულოცა
სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა" მოსწავლეებს სწავლის დაწყება წამახალისებელი აქციითა და საქველმოქმედო ღონისძიებით მიულოცა. სოციალურად დაუცველი ღონღაძეების მრავალშვილიანი ოჯახის 4 წევრი პირველად სკოლაში "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მიაცილა. სასკოლო ნივთებით მათ მომარაგებაზე კი, "სმარტმა" იზრუნა, რადგან სუპერმარკეტების ქსელმა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ევროპული წარმოების საკანცელარიო ნივთების არჩევანი მნიშვნელოვნად გააფართოვა. "სმარტი" ვაზისუბნის #157 სკოლის პირველკლასელებს ჯანსაღი სადილითაც გაუმასპინძლდა. შეგახსენებთ, რომ "ჯანსაღი არჩევანის" პროექტის ფარგლებში "სმარტში" ხელმისაწვდომი ჯანსაღი პროდუქტების არჩევანი დიდია, ჯანსაღი კვება კი, ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელია. "სმარტის" სახელით გვინდა თითოეულ მოსწავლეს და მშობელს მივულოცოთ სწავლის დაწყება. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რომ ნუცა, თათული, ნინო და მარიამ ღონღაძეებს სკოლაში პირველად მე ვაცილებ და მინდა მათ წარმატებული მომავალი ვუსურვო. განათლება ხომ ბედნიერი მომავლის განმსაზღვრელია. ღონღაძეების ოჯახი ვაზისუბნის "სმარტის" მახლობლად ცხოვრობს და გვსურდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გაგველამაზებინა",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. ღონღაძეების დედამ კომპანია "ვისოლ ჯგუფს" დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: "მოგეხსენებათ, 7 შვილი მყავს.ძალიან ძნელია ყველას გაუმკლავდე. 4 ერთად მიდიოდა სკოლაში. ნუცა პირველად მივიდა და, რა თქმა უნდა, მას კიდევ უფრო სხვანაირი სიხარული აქვს.ჩემი ინიციატივით მივწერე კომპანია "ვისოლ ჯგუფს", გამომეხმაურნენ და გამიხარდა, რომ ბატონმა სოსომ კეთილი ნება გამოიჩინა და მისი გულისხმიერებით ჩემი შილები დღეს ასე სრულფასოვნად წავიდნენ სკოლაში. მოუტანეს სასკოლო ნვთები, ჩანთები, ყველა ის ნივთი, რაც საჭიროა სკოლაში წასასვლელად",-განაცხადა ხათუნა ჭაავამ. აღსანიშნავია, რომ სწავლის დაწყების პირველ დღეებში "სმარტის" ერთგული მომხმარებლის შვილებს, სასწავლო კვირის უკეთ დაგეგმვისთვის საჩუქრად გაკვეთილების ცხრილი გადაეცემათ. საბურთალოზე, ვაკეში, რუსთაველსა და ვაზისუბანში მდებარე "სმარტის" ყველაზე დიდ სუპერმარკეტებში კი, მოსწავლეებს "სმარტის" კორპორაციულ გმირთან-ციყვთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც ექნება. "ვისოლ ჯგუფმა" სუპერმარკეტების ქსელის "სმარტის" განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)