2020-09-15 15:40:24, 969 ნახვა
საზოგადოება
ხმაური ნაძალადევის რაიონში - თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, I რეხის ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე შენობის დემონტაჟი დაიწყო.
რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.
ადგილზე ხმაური იყო, რა დროსაც მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
საცხოვრებელის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოსახლეობის განცხადებით, მათ დემონტაჟთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან