2020-09-15 14:15:20, 1743 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის პრემიერი ნავალნის მოწამვლაზე - ევროპამ რუსეთთან მიმართებაში თვალები უნდა გაახილოს
ლატვიის პრემიერმა, არტურს კრიშიანის კარინშისმა, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთთან მიმართებაში თვალები უნდა გაახილოს.
„კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ დავინახოთ რამდენად სახიფათოა რუსეთი ევროპისა და ევროპული ღირებულებებისთვის?“, - განაცხადა კარინშისმა.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ის სანქციები, რომელსაც ევროკავშირი ბელარუსის მაღალჩინოსნებს დაუწესებს მხოლოდ სიმბოლური იქნება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან