|
2020-09-14 16:04:16, 1678 ნახვა
მსოფლიო
ტიხანოვსკაია პუტინს: ვწუხვარ, რომ გადაწყვიტეთ დიალოგი უზურპატორთან და არა ბელარუს ხალხთან
ვწუხვარ, რომ გადაწყვიტეთ დიალოგი უზურპატორთან და არა ბელარუს ხალხთან, - ასე მიმართავს სვეტლანა ტიხანოვსკაია ვლადიმერ პუტინს, რომელსაც დღეს ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. როგორც ტიხანოვსკაია აღნიშნავს, რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა მოაწეროს ხელი ლუკაშენკომ, კანონიერი ძალა არ ექნება. „მინდა შევახსენო ვლადიმირ პუტინს, სოჭში შეხვედრაზე რაც არ უნდა მიიღოთ და რაზეც არ უნდა შეთანხმდეთ, ამას არ ექნება კანონიერი ძალა. ყველა შეთანხმებას, რომელსაც არალეგიტიმური ლუკაშენკო მოაწერს ხელს, ახალი ხელისუფლება გადახედავს. იმიტომ რომ ბელარუსმა ხალხმა უარი უთხრა ლუკაშენკოს ნდობასა და არჩევნებში მხარდაჭერაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ დიალოგი გამართოთ უზურპატორთან და არა ბელარუს ხალხთან" - წერია ტიხანოვსკაიას განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 14 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ. ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ. მოლაპარაკებები ერთიერთზე გაიმართება. დოკუმენტების ხელმოწერა და პრესკონფერენცია ვიზიტის დროს არ იგეგმება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)