10:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 11:37:57, 542 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 9 ოჯახს დაეხმარება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარი მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ კიდევ 9 ოჯახს დაეხმარება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლების მშნებლობისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოეყოფათ 13 500 ლარი, აღნიშნულ ოჯახებს დახმარება ასევე გაუწიეს მუნიციპალიტეტების გამგეობებმა.

კომისიის რეკომენტაციით, სარეზერვო ფონდიდან თანხას შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახიც მიიღებს. დაზარალებულებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა გამაგრებისათვის/დაშლა გადატანისათვის სარეზერვო ფონდიდან  25 259 ლარი გამოეყოფათ.

კომისიის წევრებმა სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში  გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული 4 ეკომიგრანტი ოჯახის (შუახევის მუნიციპალიტეტიდან 2, ხულოს მუნიციპალიტეტიდან 2 ოჯახი) განსახლებისთვის საჭირო ტრანსპორტირების  ხარჯების  გამოყოფის  თაობაზეც იმსჯელეს. კომისიის რეკომენდაციით აღნიშნულ ოჯახებს გამოეყოფათ 6 000 ლარი.

შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 11 სექტემბერს მიღებული რეკომენდაციით და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებთ  სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 9 ოჯახი დახმარების სახით ჯამში 44 759 ლარს მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics