|
2020-09-14 13:07:26, 17157 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის მეორე ტალღა - ვითარება მსოფლიოს ქვეყნებში
ავსტრიაში ტერმინი „მეორე ტალღა“, როგორც ფრანცპრესი იუწყება, უკვე ოფიციალურად გამოიყენება. საფრანგეთში ყოველდღიურად კოვიდ19-ის ათასამდე რეგისტრირებული შემთხვევაა და სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე აპრილში. ექიმები მიმართავენ მოქალაქეებს ოფიციალური წერილით, მინიმუმამდე დაიყვანონ ნებისმიერი სახის სოციალური კონტაქტები. ერთ-ერთი მოქალაქე, ასეთი წერილით პასუხობს ექიმებს: „მეორე ტალღაა თუ არა, მე კარგ ფორმაში ვარ, მე უბრალოდ ვიცავ წესებს, როდესაც ვხვდები მეგობრებს და ნათესავებს, არანაირი ჩახუტებები და კოცნები, აი, მაგალითად, ახლა მე მივდივარ სტუმრად, ვნახავ შვილიშვილებს, რომლებიც შემომახტებიან კისერზე და აი აქ, ვეღარ გავჩერდები“, - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. ლა-მანშის ნაპირას, ბრითანეთში, ბოლო 24 საათში, ორჯერ უფრო ნაკლები ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს ქვეყნისთვის - ანტირეკორდია, რომელიც შენარჩუნებული იყო კარანტინის დაწყებიდან, 17 მაისიდან. ხელისუფლებამ აკრძალა შეხვედრები, სადაც ადამიანთა რაოდენობა 6 კაცს აღემატება. „მე ვფიქრობ, რომ კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულ სიტუაციაში საჭიროა უფრო სწრაფი მოქმედება, არსებობს. შემზღუდავი ზომები იმისთვის მიიღება, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბები აღარ გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სიტუაციის გაკონტროლება გაცილებით რთული იქნება“, - აცხადებს Imperial College London-ის მედიცინის პროფესორი, პიტერ ოუპენშო. ბელგიაში, სადაც ასევე მოქმედებს შემზღუდავი ზომები, მატულობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილება. ისინი ითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას. ხელისუფლებას ეშინია, რომ შვეულებიდან დაბრუნებულები არ აღმოჩნდნენ ინფიცირების ახალი წყაროები. ჩეხეთში, სადაც საკარანტინო შეზღუდვები შედარებით შემსუბუქებული იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში, აღნიშნულ მომენტში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რეგისტრირებული რიცხვი იზრდება, მხოლოდ შაბათს იყო გამოვლენილი ნახევარ ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა. ისრაელში, უახლოესი სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს ახალი კარანტინი, ამის შესახებ პრეიერმა განაცხადა. ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 153 ათასზე მეტი ადამიანი და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 100 პაციენტს აღემატება.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)