|
2020-09-14 12:47:07, 2888 ნახვა
სამხედრო
ურბანული ოპერაცია „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში
საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ქვედანაყოფებმა ერთობლივი ურბანული ოპერაცია ჩაატარეს. ქართულ-ბრიტანული სწავლების კომპონენტი - დასახლებულ პუნქტში ოპერაცია ვაზიანის საწვრთნელ რაიონში გაიმართა, რომელსაც მხარს აშშ-ის სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა უჭერდა. ურბანული ოპერაციის მიზანი მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახლებული პუნქტის გაწმენდა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. სცენარის მიხედვით, ქართულ-ბრიტანულმა ასეულმა ერთობლივი პატრულირება განახორციელა და დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგე ძალების მიერ გამაგრებულ ორ შენობას შეუტია. შემდეგ კი, ასეულმა კორდონი მოაწყო და სამძებრო ოპერაციები განახორციელა. ერთობლივ ურბანულ ოპერაციაში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის 28-ე ასეულის სამხედროები მონაწილეობდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)