09:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 11:07:05, 1148 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 „დონას“ კლასტერია, 5 მედპერსონალია, 8-ის ინფიცირების წყარო კი, უცნობია

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 „დონას“ კლასტერია, 5 მედპერსონალია, 8-ის ინფიცირების წყარო კი, უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 14 პაციენტის წყარო ბათუმს უკავშირდება, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 3 კი შემოტანილი შემთხვევაა.

 „57 ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ. ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება შემდეგნაირია: 5-ის წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო გახლავთ ბათუმი, 18 პაციენტის წყარო გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან ორი სატვირთოს მძღოლია, 5 სამედიცინო პერსონალია და 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიზნით.

კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 469 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას ის 8-ით გაიზარდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics